ტექნოლოგიების მოხმარება სტრესს ზრდის
გამოკითხული ამერიკელების 90 პროცენტი ამბობს, რომ მუდმივად ან ხშირად ამოწმებს ტექსტურ შეტყობინებებს, ელექტრონულ ფოსტას და სოციალურ ქსელებს, რაც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიხედვით სტრესს ზრდის. სტრესი უფრო ხშირია მათში, ვინც სოციალურ მედიას მუდმივად მოიხმარს.
ათ ქულიან შეფასების შკალაზე, სადაც 0 სტრესის ნაკლებობას, 10 კი დიდ სტრესს უდრის, სოციალური მედიის რეგულარულმა მომხმარებლებმა მათი სტრესის დონე 5,3-ქულით შეაფასეს. კვლევის შედეგებს ამერიკის ხმა აქვეყნებს.
4,4 ქულით მონიშნეს სტრესის დონე იმ ადამიანებმა, ვინც მობილურ ტელეფონებზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ის ამერიკელები კი, ვინც სამსახურის ელექტრონულ ფოსტას უქმეებზეც ამოწმებენ, უფრო მიდრეკილები არიან სტრესისკენ, 10 ქულიან სისტემაზე მათი სტრესის დონე 6 ქულით ფასდება.
"უკანასკნელ ათწლეულში მობილური ტელეფონების, გაჯეტების და სოციალური ქსელების გამოჩენამ ამერიკელების ყოფითი ცხოვრება და ყოველდღიური კომუნიკაცია შეცვალა" - ამბობს ლინ ბუფკა, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ფსიქოლოგიის დოქტორი.
"დღეს თითქმის ყველა ამერიკელი, სულ მცირე, ერთ მობილურ ტელეფონს ან ელექტრონულ მოწყობილობას ფლობს. რამდენადაც ტექნოლოგია გვეხმარება, იმდენად საზიანო გავლენა შეიძლება იქონიოს მან ჩვენს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე" - დასძენს ბუფკა.
მშობლების უმეტესობა ამბობს, რომ მათ მიერ მუდმივად მობილური ხელსაწყოების გამოყენებას გავლენა აქვს მათ შვილებზეც. უკანასკნელი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მშობლების 94 პროცენტი ამბობს, რომ ისინი ცდილობენ აკონტროლონ თუ რა დროს ატარებენ მათი ბავშვები სოციალურ ქსელებში ან ინტერნეტში. 58 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათი შვილი ტექნოლოგიებზე დამოკიდებულია. ამდენივე პროცენტი შიშობს, რომ სოციალურმა მედიამ და ტექნოლოგიამ მათი შვილების ფსიქიკაზე, შესაძლოა, ცუდი გავლენა იქონიოს.
ამას ემატება ისიც, რომ გამოკითხული მშობლების 45 პროცენტის თქმით, ტექნოლოგია მათ ოჯახის წევრებისგან აშორებს.
მუდმივი მომხმარებლების 42 პროცენტის თქმით, სოციალურ ქსელებში პოლიტიკის განხილვა მათ სტრესს ზრდის.
ამავე კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება კი იმაშია, რომ გამოკითხული ამერიკელების 65 პროცენტს სჯერა, რომ ერთგვარი დეტოქსი, სოციალური ქსელების და მობილური ტელეფონების გარეშე გატარებული დრო, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. რეალობაში კი მსგავს დეტოქსს მხოლოდ გამოკითხულთა მესამედი მიმართავს.
"ციფრული დეტოქსი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ტექნოლოგიებით გამოწვეულ სტრესთან გასამკლავებლად" - ამბობს ბუფკა.
მისივე თქმით, ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი მომხმარებლებისთვის სოციალურ ქსელებში გატარებული დროის შემცირება წინ გადადგმული ნაბიჯია: “მშობლები განსაკუთრებით უნდა ცდილობდნენ ბავშვებისთვის ამის მაგალითი იყვნენ.”
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ კვლევა გასული წლის აგვისტოში ჩაატარა, ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა 18 წელს გადაცილებულმა 3500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები