საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნებს შიდაკლანურ როტაციად აფასებს
საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნებს შიდაკლანურ როტაციად აფასებს. მათი განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საბჭოს მოქმედ მოსამართლე წევრებს, გავლენიანი ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მოსამართლეები ჩაანაცვლებენ.
"2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის სხდომა დაინიშნა, რომელზეც საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევაა დაგეგმილი. წლების განმავლობაში ამ პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ის ძირითადად არაკონკურეტულ გარემოში მიმდინარეობს და საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ხვდებიან, რომელთა უმრავლესობასაც უკავია ან წლების მანძილზე ეკავა მენეჯერული თანამდებობა.
არჩევნები განახლებასთან და ახალ პერსპექტივებთან ასოცირდება, თუმცა მოლოდინები ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა. საია მიიჩნევს, რომ ეს არის როტაცია კლანისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს შორის, სადაც საბჭოს მოქმედ მოსამართლე წევრებს, გავლენიანი ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მოსამართლეები ჩაანაცვლებენ", — აცხადებენ ისინი.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დღეს მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი გამოწვევა კლანური მმართველობა და მისი ალიანსია ხელისუფლებასთან. მათი განცხადებით, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს გააჩნია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტიანი ბერკეტები და კლანის ძირითადი საყრდენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომელიც იღებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს.
26 მაისისთვის მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩაინიშნა, სადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს, საქართველოს საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის 1 მოსამართლე წევრსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 5 წევრს აირჩევენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ. იგივე მოთხოვნა გააჟღერა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმაც.
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს და შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები შეახსენეს. კერძოდ, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. მათი განცხადებით, ეს აჩვენებს ნამდვილ ერთგულებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდის საქმეში.
შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმებაში წერია, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.
ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.
ამავე თემაზე:
- უზენაესსა და საბჭოში დანიშვნების პროცესის გაგრძელება შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება — დეგნანი
- კობახიძე ელჩების წერილზე: სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლისთვის, როცა საქმე ეხება დანიშვნებს, რთულია დაელოდო
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერების მოთხოვნით აქცია დაიგეგმა
- მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება ამ ვითარებაში მიზანშეწონილი არ არის — სააპელაციოს უვადო მოსამართლე
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები