თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურებზე ვაჟა ფშაველა და სახელმწიფო უნივერსიტეტი მგზავრთა მიღება განახლდა. მათივე თქმით, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძოს.

დღეს დილიდან ტექნიკური ხარვეზის გამო, აღნიშნული სადგურები მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდებოდა ზონალურად, მეტროსადგურ სადგურის მოედნიდან დელისამდე და პირიქით.