ონლაინვაჭრობა ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით პანდემიის დროს. თითის ერთი დაწკაპუნებით, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, რაც გინდა ის გამოიწერო.

მაგრამ ამ ფენომენს თავისი ბნელი მხარეც აქვს. ხშირად იქმნება საეჭვო საიტები, რომელიც ულამაზეს ნივთებს გვპირდება ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენც გულანთებულები ვყიდულობთ მათ და ამანათს მოუთმენლად ველოდებით, მხოლოდ იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ, თურმე ეს სულაც არ არის ის, რაც ჩვენ შევუკვეთეთ.

თუკი მსგავსი შემთხვევა გქონია, გაიგებ რას გრძნობს ეს 15 ადამიანი.

1. მედიტაციის გზამკვლევი

ფოტო: Getty Images

წიგნის ყველა ფურცელზე უბრალოდ წერია: ჩაისუნთქე — ამოისუნთქე. რა ექნა ავტორს, სხვანაირად არ ისწავლება.

2. წინდები საეჭვო წარწერით

ფოტო: Getty Images

Peepe უფრო გიყვარს თუ Cococolo?

3. ძაღლების საცურაო აუზი

ფოტო: Getty Images

არასწორი ზომა არაა, უბრალოდ ჩიუაუასთვის არის გათვლილი.

4. თორის საყვარელი ნივთი

ფოტო: Getty Images

ზუსტს ზომას მხოლოდ ღირსეულები იმსახურებენ.

5. დედოფლის მოსასხამი

ფოტო: Getty Images

როცა გინდა, რომ სამხრეთის დედოფალი იყო, მაგრამ ამ მოსასხამში სახლშიც კი ვერ აღგიქვამენ სერიოზულად.

6. უზრდელი საჭრელი დაფა

ფოტო: Getty Images

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

7. პასიური-აგრესიული მარკეტინგი

ფოტო: Getty Images

ონლაინმაღაზია, რომელიც გეუბნება, რომ საქმე შენით უნდა გააკეთო.

8. ფოტოების გადაყვანა ყველაფერზე

ფოტო: Getty Images

რაც ითხოვა ის დაუბეჭდეს, სხვა რა უნდა ექნათ?!

9. მინიატურული ძაღლებისთვის გათვლილი სასრიალო

ფოტო: Getty Images

მეც ამ ძაღლივით სევდიანი ვარ, როცა საქანელები მხოლოდ პატარა ბავშვებისთვისაა.

10. უახლესი სმარტფონი

ფოტო: Getty Images

სიახლე სმარტფონებში — ამჯერად ეკრანი შენზე მაღალია.

11. ლგბტქ მეგობრული საახალწლო განწყობა

ფოტო: Getty Images

გაძვალტყავებული ნაძვის ხე თქვენ შეუკვეთეთ?

12. მოდური საწოლი

ფოტო: Getty Images

კონცეფტი იგივეა, ვერ დააბრუნებ უკან.

13. ძვირადღირებული პიჯაკი

ფოტო: Getty Images

ახლა "პრინტებია" მოდური, ნამდვილი მარგალიტები ვის აინტერესებს.

14. კომფორტული სკამი ლაშქრობისთვის

ფოტო: Getty Images

როცა მზად ხარ მწვერვალები დაიპყრო, მაგრამ მხოლოდ შენი ოთახის მაგიდას იპყრობ.

15. ქვის ხანის ტელეფონი

ფოტო: Getty Images

როდესაც ადამიანები გამოქვაბულებში ვცხოვრობდით, ერთმანეთს სწორედ ქვების სროლით ვუკავშირდებოდით.