ალბათ, ყველას გახსოვთ უსაყვარლესი ვიდეო, რომელშიც პატარა ჩარლი უფროს ძმას, ჰარის თითზე კბენს. განაწყენებული ჰარი უმცროს ძმას ტუქსავს, თუმცა პატარა ჩარლი ამაზე უბრალოდ მხიარულად კისკისებს. ვიდეო YouTube-ზე პირველად 2007 წელს აიტვირთა და მას 880 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ცოტა ხნის წინ აღნიშნული ვიდეო NFT-ის (Non-Fungible Token) სახით $760 999-ად გაიყიდა. NFT-ის საშუალებით, ციფრული კონტენტი — ორიგინალი მიმები, Gif-ები, პოსტები, ვიდეოები შეიძლება ხელოვნების ნიმუშის მსგავსად გაიყიდოს.

ვიდეოს მყიდველი ამიერიდან თავად გადაწყვეტს, მომვალში სად და რა ფორმით გამოქვეყნდება იგი. წესით, ვიდეო პლატფორმიდან 23 მაისს უნდა აეღოთ, თუმცა მისი ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ აუქციონის გამარჯვებულს შესაძლებლობა აქვს, 17 წლის ჰარისა და 15 წლის ჩარლისთან ერთად პოპულარული ვიდეოს რიმეიქიც გადაიღოს.

ცნობილმა ძმებმა 4 წლის წინ ვიდეოს 10 წლის იუბილეც აღნიშნეს, რომელშიც სახალისო სცენა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.

ამავე თემაზე: