ვინ გააუმჯობესებდა BTS-ის რეკორდს, თუ არა ისევ BTS?

სამხრეთკორეულმა ჯგუფმა 21 მაისს ახალი ინგლისურენოვანი სიმღერა Butter გამოუშვა, რომელმაც YouTube-ზე 24 საათში 113 მილიონი ნახვა დააგროვა, რითიც ამ პლატფორმაზე პირველი ვიდეო გახდა, რომელმაც დროის ასეთ მცირე დროში ამდენი მაყურებლის მიზიდვა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ YouTube-ზე წინა რეკორდიც ამ ჯგუფს ეკუთვნის: 2020 წელს გამოშვებულმა Dynamite 24 საათში 101,1 მილიონი ნახვა დააგროვა.

ახალმა სიმღერამ Butter არა მარტო იუთუბი, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ჩარტებიც დაიპყრო და მალევე სათავეებში მოექცა.

BTS-ის ფანები თავიანთ თავებს არმიას უწოდებენ და ყველაფერი მართლაც იმას მოწმობს, რომ ამ ჯგუფს მსმენელების ურიცხვი არმია ჰყავს.