რამდენიმე საათის წინ Adult Swim-მა Rick and Morty-ის ახალი ტრეილერის გამოუშვა.

შეგახსენებთ, რომ ანიმაციური სერიალის მეხუთე სეზონს მაყურებელი 20 ივნისს იხილავს. სერიალის შემქმნელის დენ ჰარმონის თანახმად, მათ მეხუთე სეზონზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, სანამ ეკრანებზე მეოთხე სეზონი გამოვიდოდა.

რამდენიმე თვის წინ Adult Swim-მა 20 ივნისი რიკი და მორტის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს გულშემატკივრებს კადრს მიღმა სცენების ნახვის გარდა, კომპანია კიდევ უამრავ განსაკუთრებულ სიურპრიზს ჰპირდება.

სერიალი ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა და მაყურებლის გული მაშინვე მოიგო. სწორედ მისი პოპულარობის დამსახურებაა, რომ Adult Swim-მა ანიმაციური სერიალის მეშვიდე სეზონიც დაადასტურა. ფანებს ეს სიახლე ერთ-ერთმა სცენარისტმა, ალექს რუბენსმა ტვიტერით აცნობა.