მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა, ანა დოლიძემ პარტია ხალხისთვის დააფუძნა. პოლიტიკოი ამბობს, რომ ეს იქნება "შუაშისტური ძალა".

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ფიქრობდა, როგორ მოეხსენიებინა პარტია და რადგან "შუაშისტები" დამკვიდრებული ტერმინია, ის აირჩია. მისი თქმით, არ მოსწონს ტერმინი "მესამე ძალა", რადგან "მესამე არაფერში ყოფილა" და არც ახლა სურს.

დოლიძემ მხარდამჭერებს უთხრა, რომ რაიმეს მისაღწევად ერთად უნდა იბრძოლონ, რადგან "ერთი მერცხლის ჭიკჭიკს გაზაფხული ვერ მოჰყავს", მაგრამ მოჰყავს სხვა მერცხლები.

პარტიის პრეზენტაცია დოლიძემ არტოს ბაღში გამართა. მან მხარდაჭერებს ბუკლეტები დაურიგა, რომელშიც ქვეყნის განვითარების თეზისებია წარმოდგენილი. კერძოდ:

  • "ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოტენციალით ეკონომიკური ნახტომის გაკეთება შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ შევქმნათ დოვლათი და შემდეგ სამართლიანად გადავანაწილოთ...
  • მურისიძის სასამართლოქ ქვეყნიდან ილია ჭავჭავაძის სასამართლოს ქვეყანა უნდა გავხდეთ. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ საქართველოში სამართლებრივი უსაფრთხოება ყველას ჰქონდეს უზრუნველყოფილი...
  • ხელისუფლების უნიათობის დამსახურებით ოკუპაციამ ომის შემდეგ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია. საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოვარდნილია ჩვენი ყევლაზე დიდი ტკივილი. საერთაშორისო ასპარეზის გამოყენებით და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობით ჩვენ უნდა შევძლოთ აქტიური დეოკუპაცია".

თეზისში საუბარია, ასევე, ევროინტეგრაციაზე, როგორც კეთილდღეობის შექმნის საშუალებაზე, სოლიდარობაზე, ევროპული ხარისხის განათლების მნიშვნელობაზე, ხარისხიან ჯანდაცვაზე, ადამიანის უფლებებზე, კულტურის დაცვასა და განვითარებაზე და ეკოლოგიურ სამართლიანობაზე.

ღონისძიების დასასრულს დოლიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ ნოტარიუსთან. როგორც ნოტაროუსმა განმარტა საჭიროა შეგროვდეს 300 ხელმოწერა პარტიის დამფუძნებელი ყრილობისთვის.