ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს, 21 მაისს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ევროპის მიწისძვრის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა 12 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა (7.46 მილი).

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა და სამაშველო ოპერაციები დაიწყო იუნანის პროვინციის ქალაქ დალიში, ეპიცენტრიდან, დაახლოებით, 24 კილომეტრში.