ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, Pfizer-ის დოზების გადანაწილებისას სამინისტროს ექნება პრიორიტეტები. კითხვაზე, ამ ვაქცინას პირველ რიგში ხომ არ მიიღებენ ორსულები ან მეძუძური დედები, ტიკარაძემ ასე უპასუხა:

"რა თქმა უნდა, პრიორიტეტები იქნება. იმ ესენციური ჯგუფებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არის Pfizer-ით ვაქცინაცია, ჯანდაცვის სამინისტრო შეუწყობს ამ ესენციურ ჯგუფებს ხელს იმაში, რომ მათ მიიღონ მათთვის განკუთვნილი დოზები".

ჯანდაცვის მინისტრმა, რუსთავი 2-ის ეთერში, ასევე, განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიასთან და სავარაუდოდ, ივლისში Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში იქნება.

გაიგე მეტი: