გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ აპირებენ კანონპროექტის მომზადებას 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით ამნისტიაზე, ისევე როგორც ეს ხდება 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით.

"შარლ მიშელის დოკუმენტის გაგრძელებაა ერთგვარი, როგორც მეგობრებმა 20 ივნისთან დაკავშირებით გვირჩიეს მოიქეცითო, ისე უნდა მოვიქცეთ სხვა მსგავსი ტიპის მტკივნეულ თარიღებთან დაკავშირებითაც, ჩემი აზრით, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, მსგავსი ტიპის კანონპროექტის მომზადება იგივე თარიღებთან დაკავშირებით, რომელიც არამხოლოდ ამ ხელისუფლების დროს არის, არამედ იმ ხელისუფლების დროს არის მომხდარი და ჩვენ გვინდა, რომ მასზეც გავრცელდეს დაახლოებით ისეთი ტიპის ამნისტია, როგორი პროექტიც შემოიტანა ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის ამნისტიისთვის, ადეკვატურობის ფარგლებში, მაგრამ იგივე სულისკვეთებით გამსჭვალული", — აცხადებს ხვიჩია On.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ამნისტია ზუსტად ისეთივე უნდა იყოს, როგორიც 20 ივნისის, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე.