რეპერი სნუპ დოგი კომიკოს კევინ ჰარტთან ერთად NBCUniversal-თან თანამშრომლობს და მათ ორ სერიალში მიიღებს მონაწილეობას.

კევინ ჰარტის განცხადებით, ცნობილი რეპერი გადაცემას წაიყვანს მსოფლიოში ყველაზე სულელ კრიმინალებზე. ისინი აგრეთვე გეგმავენ კომედიური სერიალის გაკეთებას, რომელიც ხალხს სპორტზე სიახლეებს გააცნობს, სადაც სნუპ დოგთან ერთად, წამყვანის როლში კევინ ჰარტიც მოგვევლინება.

ფოტო: Getty Images /Kevin Mazur

სერიალების პრეზენტაციის დროს კევინ ჰარტმა რეპერს ლეგენდა უწოდა და განაცხადა, რომ მათი თანამშრომლობა აქ არ დასრულდება და კიდევ შემოგვთავაზებენ იუმორისტულ გადაცემებს.

ფოტო: gifer

რეპერი აგრეთვე Yahoo! Entertainment-თან თანამშრომლობს, სადაც ის აპირებს სერიალის გადაღებას, რომელიც მის ცხოვრებაზე იქნება დაფუძნებული. სერიალი დაიწყება მისი მშობლების შეხვედრით და მოგვითხრობს რეპერის ბავშვობის შესახებ 80-იან წლებზე, სანამ ის ცნობილი მუსიკოსი გახდებოდა.

"მინდა გულწრფელი ისტორია მოვყვე იმის შესახებ თუ როგორ მივედი საკუთარ თავამდე. მინდა მოგიყვეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩემი შთაგონების წყაროები იყვნენ: დედაჩემზე, ჩემს მეგობრებზე და იმ საზოგადოებაზე, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია", — განაცხადა რეპერმა.

სნუპ დოგის თქმით ეს ისტორია იმდენად დიდია, რომ 2 საათიან ფილმში ვერ ჩაატევდა და სწორედ ამიტომ აირჩია სერიალის ფორმატი. "სავარაუდოდ, ექვს ან შვიდ სეზონს მიიღებთ", — ამბობს ის.