Samsung-მა F სერიის სმარტფონების ინდოეთის გარეთ გამოსვლა დააანონსა. კომპანიამ Galaxy F52 5G ცოტა ხნის წინ ჩინეთში წარადგინა.

Galaxy F სერიის სმარტფონების გაყიდვა ინდოეთში სამსუნგმა შარშან დაიწყო. პირველად F41 გამოვიდა, შემდგომში კი F62 და F12-ც ვიხილეთ. Samsung Galaxy F52 კომპანიის ახალი პროდუქტია და F ხაზის პირველი სმარტფონიც, რომელსაც 5G-ს მხარდაჭერა და მაღალი განახლების სიხშირის მქონე ეკრანი ექნება.

მონაცემები

Samsung Galaxy F52 5G-ს შემადგენლობაში შედის 6,6 ინჩიანი Full HD+ გარჩევადობის ეკრანი, პიქსელების შეფარდება 2408 x 1080 იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სამსუნგი ყველა სმარტფონში წლებია ამოლედ ეკრანებს იყენებს, F სერია გამონაკლისია. იმისათვის, რომ სმარტფონის ფასი დაბალი იყოს, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეკრანისთვის LCD პანელი გამოიყენა, თუმცა მას მაღალი, 120 ჰერციანი განახლების სიხშირე აქვს.

სმარტფონის პროცესორი Snapdragon 750G იქნება. ეს საშუალო დონის 5G-ს მხარდაჭერის მქონე პროცესორია, რომელიც 8 ნანომეტრიან არქიტექტურაზეა აგებული და მას 8 ბირთვი აქვს, რომელთა მაქსიმალური სიხშირეც 2,2 გეგაჰერცს აღწევს. ვიდეო ამაჩქარებელი Adreno 619 იქნება, რაც თამაშების საშუალო გრაფიკაზე თამაშის საშუალებას თავისუფლად მოგცემთ.

სმარტფონის შემადგენლობაში ასევე შედის 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაიბაიტი შიდა მეხსიერება. რაც შეეხება კამერებს, სმარტფონს ოთხ კამერიანი მოდული აქვს. მთავარი კამერა 64 მეგაპიქსელიანი იქნება 1,8-იანი დიაფრაგმით. მეორე, ულტრაფართო კამერა 8 მეგაპიქსელიანია 2,2 დიაფრაგმით. აქვეა 2 მეგაპიქსელიანი სიღრმის საზონი სენსორი და 2 მეგაპიქსელიანი მაკრო კამერა. სელფის კამერა 16 მეგაპიქსელიანია, ხოლო დიაფრაგმა 2,0-ს შეადგენს.

Galaxy F52-ს საკმაოდ დიდი, 4 500 მილიამპერიანი ელემენტიც ექება და სწრაფად, 25 ვატითაც დაიმუხტება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რთული სამუშაო დღის შემდეგ თქვენი სმარტფონი ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება და მისი ელემენტის გამძლეობაზე დარდი არ მოგიწევთ.

Samsung Galaxy F52 ორ ფერში, ბუნდოვან შავში და მაგიურ თეთრში გამოვა, ხოლო მისი ფასი დაახლოებით 300 დოლარი იქნება.