დღეს, 27 თებერვალს ლონდონში, უემბლის სტადიონზე ინგლისის ლიგის თასის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და საუტჰემპტონი შეხვდნენ.

შეხვედრა დრამატულად წარიმართა. მანჩესტერულმა კლუბმა მეტოქეს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა, საპასუხოდ კი ერთი მიიღო. მანჩესტერელთა მხრიდან თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ჯესი ლინგარდმა გამოიჩინეს, ხოლო წმინდანების მხრიდან გაბიადინიმ შეძლო გატანა. მეორე ტაიმის დებიუტში გაბიადინიმ მალევე შეძლო დუბლის შესრულება და ანგარიშის გათანაბრება, 86-ე წუთზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეორე გოლი გაიტანა, მანჩესტერ იუნაიტედი წინ გაიყვანა და საბოლოო შედეგი, 3:2 დააფიქსირა.

მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ლიგის თასი მეხუთედ მოიგო. აქამდე, მანჩესტერულ კლუბს აღნიშნული ტიტული 1991–92, 2005–06, 2008–09, 2009–10 წლებში ჰქონდა მოპოვებული.