Google-ის პროდუქტების მენეჯმენტის ვიცე პრეზიდენტმა, სამეერ სამატმა, ცოტა ხნის წინ გამართულ Google I/O-ზე გვამცნო, რომ დღეს დედამიწაზე 3 მილიარდზე მეტი აქტიური ანდროიდ მოწყობილობაა.

Google-მა ეს სტატისტიკა ბოლოს 2019 წელს გამართულ I/O-ზე გაგვანდო. მას შემდეგ კი ეს რიცხვი 500 მილიონი აქტიური ანდროიდით გაიზარდა, ხოლო ზრდა, 2017 წელთან შედარებით, მილიარდზე მეტია.

ეს რიცხვები Google Play Store-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აქ არ შედის ისეთი ანდროიდები, რომლებიც ალტერნატიულ სთორებს იყენებენ. ასეთი კი საკმაოდ ბევრია, მაგალითად Amazon Fire მოწყობილობები ან ჩინური ანდროიდები, რომლებზეც Google-ის აპლიკაციების მუშაობა შეზღუდულია.

ეს ციფრები თითქოს ტრაბახსაც გავდა. Apple-მა თავის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ 2021 წლის მონაცემებით მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი აქტიური აიფონია, რაც ანდროიდების რაოდენობის მესამედია. Apple-ს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ iPhone განსაკუთრებული პოპულარობით ამერიკისა და სხვა რამდენიმე რეგიონში სარგებლობს, დანარჩენ სამყაროში კი ანდროიდი დომინირებს.