ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

"დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას. იგი მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას — კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებს და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩვი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას, ასევე თავისუფალი ბაზრის და ზოგადად, დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება, — აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი.

შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიიდირექტორმა პიტერ ვიბლერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს.