NGO-ები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ. ამის შესახებ მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, 26 მაისს არ ჩაატარონ XXIX რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს სწორედ მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმა წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც გულისხმობს.
სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მისდამი საზოგადოების ნდობის არსებობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რაც შეამცირებს ამ ინსტიტუტის შიდა და გარე გავლენების ინსტრუმენტად გამოყენებას", — ნათქვამია განცხადებაში.
NGO-ები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, საბჭოს 15 წევრიდან 9 (4 მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრი) ახლიდან უნდა აირჩეს, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ დაუწყია მუშაობა საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე.
"აღნიშნულის გათვალისწინებით, რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და სპობს შესაძლებლობას საბჭოს მოსამართლე წევრები შერჩეულნი იყვნენ სამართლიანი პროცესის შედეგად, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიული ნდობა და ლეგიტიმაცია", — აცხადებენ ორგანიზაციები.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:
- საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, თავი შეიკავონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისგან, ვიდრე არ განხორციელდება საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესის გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება;
- საქართველოს პარლამენტს, დაჩქარებული წესით შეიმუშავოს და მიიღოს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება და საკანონმდებლო აქტით დროებით შეაჩეროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი 19 აპრილის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას;
- დროულად შეიქმნას სამუშაო ფორმატი, სადაც შესაძლებელი გახდება როგორც მართლმსაჯულების რეფორმის უკვე განხორციელებული ტალღების შეფასება, ასევე, სამომავლო ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და უზრუნველყოფილი იქნება ამ პროცესში ყველა დაინტერესებული აქტორის სათანადო ჩართულობა.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); უფლებები საქართველო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ფონდი ღია საზოგადოება — საქართველო (OSGF); სამართლიანი არჩვნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC); ევროპის ფონდი.
26 მაისისთვის მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩაინიშნა, სადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს, საქართველოს საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის 1 მოსამართლე წევრსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 5 წევრს აირჩევენ.
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები