სანამ ცნობილი და აღიარებული მსახიობები გახდებოდნენ, ყველას სჭირდებოდა კასტინგზე საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება, რათა სასურველი როლი მიეღოთ.

სხვადასხვა დროს ეს ზოგს წარუმატებლად, ზოგს კიდევ წარმატებლად გამოუვიდა და ამ სტატიაშიც სწორედ რამდენიმე საინტერესო და იშვიათ ჩანაწერს წარმოგიდგენთ, რომლებშიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს სულ სხვა კუთხით გაიცნობთ.

1. 80-იან წლებში კომედიური სატელევიზიო გადაცემის Saturday Night Live-ის კასტინგზე ჯიმ ქერი სამჯერ გავიდა, თუმცა ვერც ერთხელ მიაღწია სასურველ შედეგს. ეს მისი პირველი მცდელობაა 18 წლის ასაკში

2. მაილი საირუსმა თავიდან სულ სხვა პერსონაჟების კასტინგი გაიარა, თუმცა, საბოლოოდ, მთავარი როლი ერგო სერიალში ჰანა მონტანა

3. ჰენრი თომასის კასტინგზე ფილმისთვის E.T. the Extra-Terrestrial (უცხოპლანეტელი) იმდენად მოიხიბლა სტივენ სპილბერგი, რომ მაშინვე დაამტკიცა როლზე

4. ჯეისონ მომოას ჰაკა Game of Thrones-ის (სამეფო კარის თამაშები) კასტინგზე

5. რეიჩელ მაკადამსის სატესტო ჩანაწერი ფილმისთვის The Notebook (დღიური). კასტინგზე მას რაიან გოსლინგი ესაუბრებოდა

6. Stranger Things-ის (უცნაური ამბები) მთავარი როლის შემსრულებლების კასტინგი

7. რობერტ დაუნ უმცროსმა კასტინგზე მალევე დაუმტკიცა ყველას, რომ ნამდვილი რკინის კაცია

8. დენიელ რედკლიფის სატესტო ჩანაწერები ჰარი პოტერის როლზე

9. სულ ერთი ციცქნა სკარლეტი იოჰანსონი ჯუმანჯის კასტინგზე

10. და ბოლოს საკულტო სიტკომის The Office კასტინგის ჩანაწერები: მსახიობები, რომლებმაც როლი ვერ მიიღეს და ისინი, ვინც სულ სხვა როლზე დაამტკიცეს