ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში იხილავენ, რადგან მნიშვნელოვანია მათ საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღონ.

"ამ შეთანხმების განხორციელება არის ფუნდამენტური მნიშვნელობის. პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს, პასუხისმგებლობა აქვს როგორც ოპოზიციას, ასევე მმართველ პარტიას. მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილების პროცესი და უკვე არის რეალური ნაბიჯი იმისთვის, რომ პარლამენტმა სრული შესაძლებლობებით იმუშავოს. ჩვენ ველოდებით ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ მათ ვნახავთ პარლამენტში იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიიღონ მონაწილეობა განხილვებში", — განაცხადა ჰარცელმა [ფორმულას თარგმანი].

ნაციონალურ მოძრაობას საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ გამოუცხადებიათ.

გაიგე მეტი: