ბორჯომის გაფიცული თანამშრომლები აქცია-მსვლელობას მართავენ. მსვლელოაბს უერთდებიან მოქალაქეებიც. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ცნობით, მათი მოთხოვნა უცვლელია და ის ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.

"ჩვენი მოთხოვნა უცვლელი რჩება, რაც არის ოთხი ძირითადი საკითხი რაც ვერ გადაჭრა ადმინისტრაციამ: პირველი — ხელფასების გასწორება და დანაკლიების ანაზღაურბეა; მეორე — გასწორებულ ხელფასებზე 30%-ით მომატება, ასევე, კოლექტიური ხელშერკულების მიღწევა და შრომითი პირობების გაუმჯობესება", — უთხრა ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია ფორმულას.

ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ბორჯომის ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლების გაფიცვას კომპანია პროფკავშირების ორგანიზებულ მიზანმიმართულ საბოტაჟის მცდელობას უწოდებს.