სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საპატრიარქოს მხრიდან ჯანდაცვის ბაზებზე სავარაუდო წვდომას შეისწავლის. აღნიშნულზე On.ge-ს ინსპექტორის სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

19 მაისს რამდენიმე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ადრია ჯაღმაიძის ბრიფინგზე შესვლამდე შეამოწმეს ჟურნალისტებს გადატანილი ჰქონდათ თუ არა კორონავირუსი და გაკეთებული ჰქონდათ თუ არა ტესტი. მათივე ცნობით, ჯაღმაიძემ მათ დაუდასტურა, რომ ჯანდაცვის ბაზებზე წვდომა აქვთ.