საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Online - ყველაფერი ხელოვნული ინტელექტის შესახებ დღეს იწყება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხუთი წარმატებული ფესტივალის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი — DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება.
წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა "ყველაფერი ხელოვნული ინტელექტის შესახებ". DataFest Online - All About AI თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online დღეს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება. ფესტივალი უმასპინძლებს შთამაგონებელ გამოსვლებს, ვორქშოპებს და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესში და საზოგადოებრივი სარგებლისთვის.
წლევანდელი DataFest Online - All About AI -ზეც, ტრადიციულად, ისეთი მაღალი დონის სპიკერები თუ ტრენერები იქნებიან წარმოდგენილნი, როგორებიც არიან: Zaka-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კრისტოფ ზოღბი; AICenter Sweden- ის დირექტორი, ჰანი ვაჰაბი; IMB-ის პროექტის ლიდერი და მონაცემთა მეცნიერი, ბრაიან გილიკინი; AICenter Sweden-ის გენერალური დირექტორი, რეზა მოუსავი.
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა უკვე გაუზიარა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება DataFest Tbilisi-ის მონაწილეებს.
"მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, რადგან ასეთი ფესტივალები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა პირველი პირისგან, მაღალი დონის სპიკერებისგან მიიღო ინფორმაცია სფეროს სიახლეებზე, დაამყარო ახალი კავშირები და მოიძიო პარტნიორები", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები