დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

20 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 603, ხოლო გარდაიცვალა 21 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 256 ანტიგენის სწრაფი ტესტით, PCR-ით — 12 776.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.8%, ბოლო 7 დღის 4.03%, ბოლო 14 დღის კი 4.39%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 334 705-ს, გამოჯანმრთელდა — 315 254, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 4 540 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა;
  • აჭარა — 83;
  • იმერეთი — 103;
  • ქვემო ქართლი — 57;
  • შიდა ქართლი — 40;
  • გურია — 12;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 109;
  • კახეთი — 46;
  • მცხეთა-მთიანეთი — 15;
  • სამცხე-ჯავახეთი — 24;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885, საიდანაც 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 917, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 ადამიანი.

689 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 9 975 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამასთან, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 94 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 25 284.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: