Friends: The Reunion-ის პირველი, ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა და რთულია, მისი ყურების დროს ნამდვილმა ფანებმა ცრემლები შეიკავოთ.

ტრეილერში უამრავ ნოსტალგიურ მომენტს აღმოაჩენთ: მსახიობები, რომლებიც პერსონაჟების ნაცვლად ნამდვილ მეგობრებად გვევლინებიან, სერიალიდან ცნობილ მომენტებს იხსენებენ: თამაშობენ გამოცნობანას, ამჯერად სახლის გაცვლის გარეშე; ჯენიფერ ენისტონი კი საბოლოოდ სცემს პასუხს კითხვაზე, იყვნენ თუ არა როსი და რეიჩელი დროებით დაშორებულები.

ტრეილერში ასევე ნახავთ, როგორ იმეორებს ლიზა კუდროუ ფიბის საკულტო ფრაზას 1999 წელს გასული სერიიდან "The One Where Everybody Finds Out".

მეგობრების სამსახიობო გუნდთან ერთად ტრეილერის ბოლოში თვალს მოკრავთ ჯენისს, ცნობილი ფრაზით "Oh, my god!!"; რიჩარდს ჩვეული ულვაშით და ასევე ცნობილ ადამიანებს: კარა დელევინს და სავარაუდოდ არმადილოს კოსტიუმში გადაცმულ ჯასტინ ბიბერს. სპეციალური ეპიზოდი HBO Max-ზე 27 მაისს გამოდის.