ნიუ-იორკში მცხოვრებთათვის საინტერესო ნივთების ქუჩაში პოვნა ყოველდღიურობის ნაწილია. საყოფაცხოვრებო ნივთები, დეკორაციები, კომფორტული ავეჯი — ქუჩაში შეიძლება ნებისმიერი ნივთი შეგხვდეს.

ქალაქში, რომელსაც არასდროს სძინავს, ხალხი მუდამ მოძრაობაშია. ერთი ბინიდან მეორეში გადასვლა კი რთული პროცესია და ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს ნივთების გადაყრა უწევთ.

თუმცა ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც შენთვის ზედმეტი ნივთი ძალიან სჭირდება. ხანდახან ნაპოვნი ნივთები, იმდენად კარგია რომ გიკვირს, როგორ მიატოვეს ისინი.

ამ სიაში 12 ასეთ ნივთს ნახავთ, რომელიც ქუჩაში დატოვეს, იმისთვის რომ მას ახალი პატრონი ეპოვა.

1. პირამიდის ფორმის ტუმბო

ახალმა პატრონმა ამ ნივთის პოვნის შემდეგ, ინტერიერის დიზაინერის კურსებზეც ჩააბარა.

2. ელეგანტური სავარძელი

ალბათ, პატრონი თერაპიებს აღარ ატარებს.

3. ულამაზესი მცენარეები

თუკი ასეთ მცენარეს გადააგდებ, ესე იგი მას ნამდვილად არ იმსახურებდი.

4. ვარდისფერი მაცივარი

ძალიან გაუმართლათ ბიჭებს.

5. რბილი სალათისფერი სავარძელი

თავისუფლების მეტროში ასეთს ვერ ვნახავთ?

6. გრანდიოზული გალია

სამეფო კარის ჩიტებისთვისაა განკუთვნილი.

7. ალისფერი სავარძელი

ძალიან კომფორტულად კი გამოიყურება, ნეტა რატომ გადაგდეს?

8. უცნაური ფორმის პიანინო

შეიძლება დაკვრა არ იცოდე, მაგრამ ასეთი ფორმის მუსიკალური ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა გქონდეს სახლში.

9. მაგიდა თავისი სკამით

ზოგიერთ ახალ მაგიდას უფრო მეტი ნაკაწრი აქვს, ვიდრე ამ მეორადს.

10. ვინტაჟური სარკე

სარკევ, სარკევ მითხარი, ვინ არის შენი ახალი პატრონი?!

11. აკრობატი მანეკენი

რთული არჩევანია გასაკეთებელი მანეკენსა და ოქროსფერი ფიგურას შორის.

12. გამჭვირვალე სკამები 30 კაციანი სუფრისთვის

ვიღაცას სტუმრების მიღება აღარ სურს.