სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 20 მაისს 12:00 საათიდან დაიწყება. აღნიშნულზე ინფორმაციას დაავადებათა კონტროლსი ცენტრი ავრცელებს.

"20 მაისს, 12:00 საათიდან, იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად", — აცხადებენ NCDC-ში.

მათივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულებას ხალხი სურვილისამებრ ირჩევს.