წყალტუბოში დაჭრილი ახალგაზრდა წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეტიანმა On.ge-ს უთხრა, რომ დაჭრის ფაქტი საგაკვეთილო პროცესის მიღმა, საღამოს საათებში მოხდა.

"ინციდენტი მოხდა, როგორც ვიცი, კრიმინალური შემთხვევა და მიდის გამოძიება. ბავშვი ამ ეტაპზე კარგად არის. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია", — ამბობს ჩხეტიანი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.