დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სინოვაკით ვაქცინაზე რეგისტრაცია პარასკევს დაიწყება, ხოლო თვითონ ვაქცინაცია ორშაბათს.

"იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება მისი რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით. ესეც 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვისაა განსაზღვრული. ამ ვაქცინის ეფექტურობა, ინდონეზიის კვლევებით, ადის 90%-მდე", — აცხადებს გამყრელიძე იმედთან საუბრისას.

სინოვაკს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, ჯერჯერობით არ აქვს. ჯანმოს ნებართვა უკვე მიიღო კიდევ ერთმა ჩინურმა ვაქცინა Sinopharm-მა.