12 სერიალი, რომლის პრემიერაც ამ ზაფხულს არ უნდა გამოგრჩეს
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უამრავ ადამიანს თვითიზოლაციით, ფიზიკური დისტანციითა და სხვა შეზღუდვებით გამოწვეული დანაკლისი სერიალების ყურებამ გადაატანინა.
მართალია, სატელევიზიო შოუებს არც არასდროს აკლდა გულშემატკივრები, მაგრამ მათი რიცხვი ერთი-ორად გაიზარდა. შესაბამისად, სერიალების უკვე სტაჟიან თუ დამწყებ მაყურებელს ახალი სანახაობა რომ არ მოაკლდეს, ამ სტატიაში იმ ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვან და მიმზიდველ სიახლეებს მოვუყარეთ თავი, რომლებიც 2021 წლის ზაფხულში არ უნდა გამოგეპაროთ.
1. Ted Lasso (ტედ ლასო), მე-2 სეზონი
ტედ ლასომ, რომლის პირველი სეზონიც 2020 წელს გამოვიდა, ძალიან მალე შეაყვარა უამრავ ადამიანს თავისი განსაკუთრებული იუმორით და ამ ზაფხულს მისი ისტორიის გაგრძელებასაც ვიხილავთ.
პრემიერის თარიღი: 23 ივლისი
2. Kevin Can F**k Himself (კევინს შეუძლია გაა*ვას)
თუ ყველა სიტკომი უკვე ნახე და რამე ახალ საინტერესო სერიალს ეძებ, შესაძლოა, Schitt's Creek-ის ვარსკვლავის, ენი მარფის ეს ახალი კომედიური დრამა მოგეწონოს.
პრემიერის თარიღი: 13 ივნისი
3. Never Have I Ever (მე არასდროს), მე-2 სეზონი
2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სასიამოვნო სატელევიზიო გამონათება მეორე სეზონითაც გაგვაბედნიერებს.
პრემიერის თარიღი: ივლისი
4. Lucifer (ლუციფერი), მე-5 სეზონის მეორე ნაწილი
უამრავი მაყურებლის საყვარელი დემონი ეკრანებზე ბრუნდება და როგორც ვარაუდობენ, ამის გამო წლევანდელი ზაფხულიც კიდევ უფრო ცხელი იქნება.
პრემიერის თარიღი: 28 მაისი
5. Gossip Girl (ჭორიკანა)
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თინეიჯერული სერიალი განახლებული სამსახიობო გუნდით, სხვა ისტორიით, განსხვავებული პერსონაჟებითა და ახალი თაობის პრობლემებით ბრუნდება.
პრემიერის თარიღი: ივლისი
6. What If...? (რა იქნებოდა, თუ..?)
მარველი ახალ ანიმაციურ სერიალს უშვებს, რომელიც სუპერგმირების მოყვარულებს ნამდვილად არ უნდა გამორჩეთ, რადგან აქ ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს სულ სხვა კუთხით გავიცნობთ.
პრემიერის თარიღი: ზუსტი თარიღი უცნობია
7. Nine Perfect Strangers (ცხრა უნაკლო უცნობი)
ის, რომ ნიკოლ კიდმანი მონაწილეობს, ალბათ, უკვე საკმარისი მიზეზია ამ შოუს სანახავად, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ეს ახალი სერიალი დიდი პატარა ტყუილების ავტორის კიდევ ერთი წიგნის მიხედვით გადაიღეს.
პრემიერის თარიღი: 18 აგვისტო
8. Lisey's Story (ლიზის ამბავი)
საშინელებათა ჟანრის, თრილერისა და მისტიკის მოყვარულების საყურადღებოდ: სტივენ კინგის კიდევ ერთი ბესტსელერი რომანის სატელევიზიო ეკრანიზაცია გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს ჯულიანა მური ასრულებს.
პრემიერის თარიღი: 4 ივნისი
9. Monsters At Work (მონსტრების სამსახური)
დიახ, ლეგენდარული ანიმაციური პერსონაჟები, სალი და მაიკი ბრუნდებიან და თანაც არა ერთი მულტფილმით, არამედ მთელი სერიალით!
პრემიერის თარიღი: 2 ივლისი
10. Elite (ელიტა), მე-4 სეზონი
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანურენოვანი თინეიჯერული სერიალი ახალ ინტრიგებს კვლავ არ მოგაკლებთ.
პრემიერის თარიღი: 18 ივნისი
11. Why Women Kill (რატომ კლავენ ქალები), მე-2 სეზონი
პირველი სეზონის შემდეგ თუ ისევ გაინტერესებთ, მაინც რატომ კლავენ ქალები, ამ კითხვაზე პასუხი იქნებ მეორე სეზონში იპოვოთ, რომელიც ახალი ისტორიით, გმირებითა და მსახიობებით ბრუნდება.
პრემიერის თარიღი: 3 ივნისი
12. Loki (ლოკი)
WandaVision-ისა და The Falcon and the Winter Soldier-ის შემდეგ მარველის კიდევ ერთი გამორჩეული სუპერგმირის შესახებ ვიხილავთ დამოუკიდებელ სერიალს და თანაც მისი ტრეილერი უკვე ისეთი დამაინტრიგებელია, რთულია, პრემიერას მოუთმენლად არ დაელოდო.
პრემიერის თარიღი: 9 ივნისი
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
კომენტარები