ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური ვაქცინა Sinovac-ით ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"Sinovac-ით ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოგვიანებით გააჟღერებს. სინოვაკი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას ელოდება. ექსპერტების შეუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს სინოფარმის შედეგებს უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ, ავტორიაზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იყოს მოცული და მოსახლეობას, ასევე, ესენციურ ჯგუფებს ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა, სინოვაკით ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში", — თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში Sinovac-ის 100 000 დოზაა და ის ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ არის ავტორიზებული.

სინოვაკს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, ჯერჯერობით არ აქვს. ჯანმოს ნებართვა უკვე მიიღო კიდევ ერთმა ჩინურმა ვაქცინა Sinopharm-მა.