შეუძლებელია, ახლა ამ სტატიას კითხულობდე და ერთხელ მაინც არ გსმენოდეს ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ეს არის ტექნოლოგია, რომელზეც უამრავი მითი არსებობს; რეალობა კი ისაა, რომ მომავალი უკვე აქაა და AI უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

არ აქვს მნიშვნელობა, სოციალურ ქსელს სქროლავ, თუ უახლესი სმარტფონის კამერით ფოტოს/ვიდეოს იღებ. AI-ის მომხმარებელი უკვე ხარ. თუმცა, ეს სფერო ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშეა და ამ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება არაერთ მეცნიერსა თუ მკვლევარს შეუძლია. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ საქართველოში შექმნილი ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული სტარტაპი — Pulsar AI, გლობალურმა ბრენდმა შეიძინა. ახლა ის გლობალურ ბაზარზე განაგრძობს ფუნქციონირებას.

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც წლევანდელ DataFest Online-ს უნდა დაესწრო, რომლის თემატიკაა All About AI. მთავარი კი ისაა, რომ 20-22 მაისს მიმდინარე ღონისძიებიდან შეძლებ გაიგო ყველაფერი ხელოვნურ ინტელექტზე. აღსანიშნავია, რომ DataFest Online DataFest Tbilisi-ის ციფრული გამოშვებაა. DataFest კი ხუთი წარმატებული საფესტივალო წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ტრადიციული ღონისძიებაა. როგორც ამბობენ, ეს არის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, სადაც მონაცემებით დაინტერესებული პროფესიონალები იყრიან თავს, ერთმანეთს შთაგონებას უზიარებენ და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებასაც ახერხებენ.

სინამდვილეში, არაერთი მიზეზია, რის გამოც წლევანდელ DataFest Online-ს უნდა დაესწრო, მაგრამ მაინც ვეცადეთ NEXT.On.ge-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 5 მიზეზი ამოგვერჩია.

ღონისძიებიდან შეძლებ გაიგო ყველაფერი ხელოვნურ ინტელექტზე

ფაქტობრივად, არ რჩება ინდუსტრია, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე არ ფიქრობენ მაინც. ალგორითმები ადამიანისთვის მოსაწყენი, ან შეუძლებლად დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას ახერხებენ და როგორც ამბობენ, წინასწარმეტყველების უნარიც შესწევთ. ანუ, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია იწინასწარმეტყველოს, როგორი იქნება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 წელიწადში, თუ ცხოვრების იგივე სტილით დაკავდებით, რითაც ახლა; ან ის, თუ რა მოელის თქვენს ბრენდს მომავალში. დიდ მონაცემებზე და მათ ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ყველაზე ოპტიმალური და სწორი არჩევანია. თუმცა, როგორ ახერხებს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობაში არსებობას? როგორ ვიყენებთ მას ბიზნესისა თუ საზოგადოებრივი სარგებლისთვის? DataFest Online სამ დღეს გაგრძელდება და ამ კითხვებს უპასუხებს. ღონისძიება უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებს და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესში და საზოგადოებრივი სარგებლისთვის.

აქ შეძლებ გაიზიარო მსოფლიოს მასშტაბით, სფეროს წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა გაგვიზიარა ცოდნა და გამოცდილება DataFest Tbilisi-ზე. ფესტივალი კვლავ ვარსკვლავური სპიკერების სიმრავლით გამოირჩევა და უმასპინძლებს ისეთ სპიკერებსა თუ ტრენერებს როგორებიც არიან: Zaka-ს თანადამფუძვნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - კრისტოფ ზოღბი, AICenter Sweden-ის დირექტორი ჰანი ვაჰაბი, IBM-ის პროექტის ლიდერი და მონაცემთა მეცნიერი ბრაიან — გილიკინი, AICenter Sweden-ის გენერალური დირექტორი რეზა მოუსავი და ა.შ.

შეძლებ დაამყარო კავშირები და იპოვო თანამოაზრეები

დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება რეალისტური მოლოდინი შეიძლება იყოს, თუნდაც ისეთი განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენლისთვის, როგორიც საქართველოა. შესაბამისად, ღონისძიებაზე დასწრებამ შეიძლება ერთი მხრივ სტარტაპ იდეები გაგიჩინოს, მეორე მხრივ კი გაპოვნინოს ადამიანები, რომლებიც ამ იდეების ხორცშესხმაში შემოგეშველებიან.

რაც მთავარია, შეძლებ მიიღო ცოდნა, შთაგონება და თავდაჯერებულობა

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელთაც ცხოვრებაში ვიღებთ რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. NEXT.On.ge-ში ვფიქრობთ, რომ ადამიანს რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე პირობა სჭირდება. ერთ-ერთი უმთავრესი კი ცოდნაა. თუ ეცნობი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სიახლეებს, All About AI-ზე დასწრებით შეძლებ ამ კუთხით ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავო და თანამედროვე ტენდენციებს მიადევნო თვალი. გაიგო მსოფლიო პროფესიონალების ხედვები ამ სფეროსთან დაკავშირებით, მიიღო შთაგონება და რაც მთავარია, იყო თავდაჯერებული იმაში, რომ ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს "ფეხი აუწყე". იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე სპიკერი შენთვის უკვე ნაცნობ თემებს წამოჭრის, შეძლებ მოისმინოთ საპირისპირო პოზიციები, ან ახალი ჰორიზონტი გადაიშლება შენ წინ, ანაც თანამოაზრე აღმოჩნდება და შენს აზრებში/პოზიციებში კიდევ უფრო გამყარდები.

ეს მხოლოდ დასწრება არაა

როგორც უკვე ვთქვით, ღონისძიება მრავალმხრივ შესაძლებლობებს გვაძლევს, ცოდნის გაღრმავებიდან დაწყებული თანამოაზრეების პოვნით დასრულებული. მისი ფორმატი მოიცავს არამხოლოდ ინსპირაციულ გამოსვლებს, არამედ პრაქტიკულ ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებსაც. აქ შეძლებ შენთვის საინტერესო სპიკერს დაუსვა სასურველი კითხვა, კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკული ცოდნა მიიღო; ასევე, იპოვო თანამოაზრეები, რომლებიც ამ ახალშეძენილი ცოდნის გამოყენებასა და მასზე ახალი გამოცდილებების დაშენებაში დაგეხმარება.

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია "ფორსეტი". ფესტივალის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და გრანთ თორნტონი. ფესტივალის მთავარი მედიაპარტნიორია NEXT.On.ge

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.