რომის პაპმა პრანცისკემ პედოფილ სასულიერო პირებს სანქციები შეუმცირა. გადაწყვეტილება მიღებისთანავე არ გახმაურებულა. პაპი მიიჩნევს, რომ ეკლესია მოწყალე უნდა იყოს ყველაზე საშიში დამნაშავეების მიმართაც კი. ინფორმაციას ABC ავრცელებს.

ერთ-ერთი იტალიელი მღვდელი, რომელსაც პაპის შენდობა შეეხო, მოგვიანებით იტალიის კრიმინალურმა სასამართლომ 12 წლის ბავშვებთან ჩადენილი სექსუალური სახის დანაშაულისთვის დამნაშავედ სცნო. ახალი მტკიცებულებების გაჩენის შემდეგ მაურო ინზოლის მეორე სასამართლო ელოდება.

ინზოლის საქმე ერთ-ერთია იმ რამდენიმეთაგან, რომელშიც პაპმა ვატიკანის კონგრეგაციის რწმენის დოქტრინა გადალახა და შეამცირა სასჯელი, რომლითაც მღვდელი ეკლესიიდან უნდა გაძევებულიყო.

კანონიკური სამართლის იურისტებმა AP-ს განუცხადეს, რომ პედოფილიაში მსჯავრდებულ მღვდლებს საჯარო ღვთისმსახურება აეკრძალათ და სიცოცხლის განმავლობაში ლოცვა დაეკისრათ.

"პაპს ესმის, რომ უამრავი მსხვერპლისთვის და გადარჩენილთათვის მისი მოწყალება შესაძლოა რთული გასაგები იყოს, მაგრამ მან იცის, რომ სახარების გზავნილი შეწყალების შესახებ არის მკურნალობისა და მადლის წყარო" - განაცხადა ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გრეგ ბარკმა.

ამასთან ერთად, პაპმა ფრანცისკემ თანამდებობიდან გაათავისუფლა კონგრეაციის 3 წევრი, რომლებიც დიდი ხანი იკავებდნენ დისციპლინის განყოფილებას და წარმატებით გაუმკლავდნენ სექსუალურ ძალადობაზე აღმოჩენილ საქმეებს.

ყოფილმა რომის პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ 2005-2013 წლებში ეკლესიიდან გააძევა 800-მდე მღვდელი, რომლებსაც ბავშვების გაუპატიურება ან მათზე სექსუალური ძალადობა ედებოდათ ბრალად.