თუ დრაკულას ოჯახისა და მისი მეგობარი ურჩხულების თავგადასავალი მოგენატრათ, თქვენთვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: Hotel Transylvania: Transformania-ის პირველი ტრეილერი უკვე აქაა! ტრეილერიდან განსაკუთრებულ ამბავს ვიგებთ: მეივისის ქმარი, ჯონი მოულოდნელად ურჩხულად გადაიქცევა, სხვა ურჩხულები კი — ადამიანებად.

აღსანიშნავია, რომ ახალ ფილმში დრაკულას ადამ სენდლერის მაგივრად, ბრაიან ჰალი გაახმოვანებს. დრაკულას გახმოვანების კუთხით მას მცირე გამოცდილება აქვს, რადგან როლი სასტუმრო ტრანსილვანიის მოკლე ფილმში, სახელად Monster Pets უკვე მოირგო.

სასტუმრო ტრანსილვანია Sony Pictures Animation-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომლის პირველი ნაწილიც მაყურებელმა 2012 წელს იხილა. ფილმში ყველასათვის ნაცნობი ურჩხულები და საკულტო პერსონაჟები, მათი საოცარი თავგადასავლების წყალობით, გულშემატკივრებმა ხელახლა შეიყვარეს.

სამწუხაროდ, Hotel Transylvania: Transformania სერიის უკანასკნელი ფილმი იქნება. ანიმაციური ფილმის პრემიერა 23 ივლისს შედგება.