უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქრთველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში გარკვეული პაუზა იყო, თუმცა ახლა ეს წარსულ ჩაბარდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, ამის შესახებ ზელენსკიმ მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა.

"უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერდა მხარს უკრაინას. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ვართ ახლო მეგობრებო, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩაბარდება წარსულს. გვქონდა საუბარი აპრილის თვეში საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, გარკვეული მიზეზებით ეს ვიზიტი ვერ შედგა, იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში გვესტუმრება ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში", — აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძახა, რაც 2020 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული, რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

საქართველომ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია და თითქმის ერთი წლის შემდეგ კიევში დააბრუნა.