მინესოტას უნივერსიტეტის ინჟინრებისა და სამედიცინო მკვლევრების ახალი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება კიბოს ახალ თერაპიაში ინჟინერიით შემუშავებული იმუნური უჯრედების გამოყენება, რაც პაციენტების იმუნურ სისტემას, ქიმიური ნივთიერებებისა და რადიაციის გარეშე, მისცემს კიბოსთან ბრძოლის საშუალებას.

მკურნალობის ახალ მეთოდში მეცნიერები იყენებენ T ლიმფოციტებსა და ციტოტოქსიკურ T ლიმფოციტებს, რომლებიც ეძებენ და ანადგურებენ შემოჭრილ უჯრედებს. ეს ერთგვარი იმუნითერაპიაა.

კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, იმუნოთერაპია არის "კიბოს მკურნალობის ტიპი, რომელიც იმუნურ სისტემას კიბოსთან ბრძლაში ეხმარება". იმუნოთერაპია არ საჭიროებს ქიმიურ ნივთიერებებს თუ რადიაციას და შესაბამისად, პაციენტის სხეულსა და ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას არ ახდენს.

მკვლევრები ახლა ცდილობენ ახალი გზების მოძიებას, რაც ამ უჯრედებს ნებისმიერი ბარიერის უფრო მარტივად გადალახვაში დაეხმარება და გაზრდის მათ ეფექტიანობას კიბოს უჯრედების პოვნისა და მათი განადგურების საქმეში.

აქამდე ეს კვლევა პანკრეასის კიბოზე იყო ორიენტირებული, თუმცა კვლევის მთავარი ავტორი პაოლო პროვენცანო ამბობს, რომ ამ მიდგომის გამოყენება შეიძლება რამდენიმე სხვა ტიპის კიბოზეც. არის თუ არა ეს მკურნალობის ის მეთოდი, რომელიც რეალურად დაგვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში? — ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

ასევე იხილეთ: რატომ არ არსებობს კიბოს წამალი