საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, მათ გადამღებ ჯგუფს დმანისის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ", — აცხადებს ტელევიზია.

დმანისში ვითარება კვლავ დაიძაბა. მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ხალხი ერთმანეთს თავს ესხმის და ფიზიკურად უსწორდება.