როგორი იქნებოდა ჰეტეროსექსუალების ცხოვრება, მხოლოდ "სახლში რომ აკეთონ ის, რაც უნდათ"
ჰომოფობიურად განწყობილი ის ადამიანები, რომლებიც თითქოს ამბობენ, რომ "არავის არაფერს ერჩიან", იქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ "პროპაგანდა საჭირო არ არის", "ქუჩაში ნუ გამოდიან" და "ხალხს ნუ აღიზიანებენ".
მოკლედ, ყველას კარგად გვსმენია ასეთი "კეთილისმყოფელების" საფირმო დევიზი: "სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ".
საინტერესოა, როგორი იქნებოდა ჰეტეროსექსუალების (ადამიანები, რომელთაც სექსუალური ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ აქვთ) ცხოვრება, მათი ორიენტაციის გამო ოჯახში, ქუჩასა თუ სამსახურში საზოგადოებისგან იმავე წნეხს, პრობლემებს, დისკრიმინაციასა და ძალადობას რომ აწყდებოდნენ, რაც ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი თუ სხვა ყველა ქვიარი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
შესაძლოა, ვიღაცისთვის მარტივი სათქმელია, "სახლში ვინ გივარდება, გარეთ ნუ გამოდიხარ"-ო, მაგრამ სწორედ ასეთმა ადამიანებმა უკეთ რომ გაიგონ, მაინც როგორია ლგბტქი თემის წევრების მიმართ არსებული უსამართლო და უთანასწორო მოთხოვნები, გთავაზობთ, წარმოვიდგინოთ პარალელური რეალობა, სადაც ჰეტეროსექსუალ ადამიანებს ანალოგიურად მოექცეოდნენ. ამ გზით ჰომოფობიის აბსურდულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.
1. ჰეტეროსექსუალები ქუჩაში შეყვარებულს ხელს ვერ ჩაჰკიდებდნენ
თუ ქალი და კაცი ხელიხელჩაკიდებული ქუჩაში გაივლიდა, ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში ამას მაინც მიაძახებდა ვინმე: "ფუ, თქვე ჰეტეროებო".
2. ასევე შეყვარებულს საჯაროდ ვერ აკოცებდნენ
რადგან ეტყოდნენ, რომ მათი სიყვარული პროპაგანდის ნაწილია და ეს უნდა შეწყვიტონ!
3. თუ კაცს ქალი მოეწონებოდა და ქალს — კაცი, მაშინ ისინი ან ცოდვილებად ჩაითვლებოდნენ, ან კიდევ ავადმყოფებად
ამის გამო უნდა მოინანიო, ან იმკურნალო — გააჩნია, ვის დაუჯერებდი. ამის უტყუარობაში დასარწმუნებლად კი ყველაზე გონებამახვილები იმასაც იტყოდნენ, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და ჯონდო, ევა და ნანული და არა — ადამი და ევა!
4. ჰეტეროსექსუალობა გადამდები იქნებოდა
ასეთ ადამიანებს ხშირად დასდებდნენ ბრალს, რომ ბავშვებს რყვნიან.
5. გამოვიდოდა სიმღერები, სახელწოდებით "მამაკაცს არასდროს ერქმევა ქმარი" ან "დედაკაცი ვერ იქნება ცოლი"
დიახ, პოპულარული რეპერები ჩათვლიდნენ, რომ ეს არასწორია.
6. საკუთარი ორიენტაციის დასამალად ჰეტეროსექსუალებს გეი ქორწინებაში მოუწევდათ ყოფნა
სულ მინიმუმ იმის გამო, რომ მშობლები გაეხარებინათ.
7. დასცინებდნენ მასკულინურ კაცებსა და ფემინურ ქალებს
"კაცს სპორტი როგორ უნდა გიყვარდეს, ქალს კიდევ მაკიაჟი???"
8. ადამიანებს, რომელთა გენდერული იდენტობა ბიოლოგიური სქესის შესაბამისი იქნებოდა, სახლიდან გამოაგდებდნენ, სამსახურში არ აიყვანდნენ და ხშირად სამედიცინო დახმარებაზეც უარს ეტყოდნენ
ამის გამო მათი ერთადერთი საარსებო წყარო, შეიძლება, პროსტიტუცია გამხდარიყო, რის გამოც კიდევ სხვა უამრავი დისკრიმინაციის მსხვერპლები გახდებოდნენ.
9. იმ ქართული ფილმის ჩვენებების ჩაშლას ეცდებოდნენ, რომელშიც მოცეკვავე ქალისა და კაცის სიყვარული იქნებოდა ასახული
რადგან ეს ტრადიციების შეურაცხყოფად ჩაითვლებოდა.
10. მოითხოვდნენ იმ ქართველი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციას, რომელიც ცისარტყელის ფერებში სამკლაურს არ გაიკეთებდა
საქართველოს ნაკრებში ასეთ მოთამაშეს არ დაუშვებდნენ!
11. თუ ოსკარებზე ისეთი ფილმი გაიმარჯვებდა, სადაც ქალისა და კაცის სიყვარული იქნებოდა ნაჩვენები, იტყოდნენ, რომ ეს პროპაგანდის და პოლიტკორექტულობის ბრალია
აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება ამ თემაზე კარგი ფილმი გადაიღო?!
12. ბოლოს კი, ჰეტეროსექსუალებს ქამინგ აუთი — საკუთარი ორიენტაციის აღიარება და მიმღებლობის მოპოვება დასჭირდებოდათ
"დედა, მამა, მე ჰეტეროსექსუალი ვარ..."
ბონუსი: ბისექსუალებს ისევ იმის მტკიცება დასჭირდებოდათ, რომ არსებობენ
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები