რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, პოლიტიკოსები ვალია ამოიღონ ხმა და გადადგან ნაბიჯი LGBT თემის წევრების აღიარებისაკენ.

"ჩვენი როგორც პოლიტიკოსების ვალია ამოვიღოთ ხმა და გადავდგათ ნაბიჯი აღიარებისაკენ, განსხვავებულის აღიარებისაკენ, ჩვენთვის არასასურველის აღიარებისაკენ, სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის აღიარებისაკენ, LGBT თემის წევრების აღიარებისაკენ, რომლებიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არიან ადამიანები, რომლებსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია", — აცხადებს კორძაია.

Tbilisi Pride-ს განცხადებით, 15 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ დისკირმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად, დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. ამასთან, არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას.

ხელმომწერი პარტიები არიან:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • გირჩი;
  • ევროპული საქართველო;
  • გირჩი — მეტი თავისუფლება;
  • რესპუბლიკური პარტია;
  • კანონი და სამართალი;
  • სტრატეგია აღმაშენებელი;
  • ლელო;
  • რეფორმერი;
  • მოძრაობა დროა;
  • სამართლიანობისთვის;
  • ერთიანი საქართველო;
  • თავისუფალი დემოკრატები;
  • პროგრესი და თავისუფლება;
  • გამარჯვებული საქართველო.