CNN-ს მიხედვით, აშშ-ს კოსმოსური ძალების მეთაური, მეთიუ ლომეიერი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც The Steve Gruber Show-ში — კონსერვატიულ რადიოგადაცემაში განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალებში აქტიურად ინერგებოდა მემარცხენეობის პრაქტიკები.

ლომეიერი გადაცემაში თავისი ახალი წიგნის — "მიმზიდველი რევოლუცია: მარქსიზმის მიზანი, დაიმორჩილოს და გაანადგუროს ამერიკის სამხედრო ძალების" წარსადგენად იყო მიწვეული. ასეთი სათაურის წიგნის დაწერის შემდეგ, გასაკვირი არაა, რომ მას ამ საკითხზე საინტერესო მოსაზრებები ექნებოდა გასაზიარებელი.

"დაახლოებით 10 თვის წინ, მეთაურის თანამდებობაზე მუშაობის დაწყების შემდეგ, დავინახე ის ნარატივები, რაც არსებითად შეუთავსებელია იმასთან, რაც ამერიკა იყო, რაც არის და რაც უნდა იყოს მომავალში. და ეს არ ხდება მხოლოდ სოციალურ მედიაში თუ ზოგადად ქვეყანაში ამ გასული წლის მანძილზე, არამედ ასევე გავრცელებულია აშშ-ს სამხედრო ძალებში. და შევამჩნიე, რომ ეს ნარატივები ბუნებით მარქსისტულია", — თქვა ლომეიერმა.

ლომეიერი კოსმოსური ძალების მეთაურობიდან 14 მაისს გენერალ ლეიტენენტმა ვაიტინგმა, კოსმოსური ოპერაციების სამსახურის მეთაურმა გაათავისუფლა. თავდაცვის დეპარტამენტმა ამის მიზეზად ვიცე-პოლკოვნიკის მიერ გრუბერის გადაცემაში გაკეთებული კომენტარები დაასახელა.

"ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ვიცე-ლეიტენანტ ლომეიერის მიერ ცოტა ხნის წინ პოდკასტში გაკეთებულ საჯარო კომენტარებს. ვაიტინგმა ასევე წამოაყენა განკარგულებით განსაზღვრული გამოძიების (CDI) დაწყება იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა ეს კომენტარები აკრძალულ პარტიზანულ პოლიტიკურ საქმიანობას", — განუცხადა დეპარტამენტმა CNN-ს.

განცხადების გაკეთების შემდეგ ლომეიერს სოციალური მედიის საშუალებით მხარი დაუჭირეს კონსერვატორებმა და ინფლუენსერებმა. მათ შორისაა ტეხასის წარმომადგენელი დენ ქრინშოუ, რომელმაც ლომეიერის გათავისუფლება შეაფასა, როგორც სასჯელი "მარქსიზმის წინააღმდეგ ხმის ამოღების გამო".