Instagram-ის სრული ფუნქციონალი დღემდე მხოლოდ სმარტფონებზე იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის პოსტის დადების ფუნქციაც. Instagram ნელ-ნელა, ეტაპობრივად აფართოებდა პერსონალური კომპიუტერისთვის გათვლილი საიტის ფუნქციონალს და, როგორც ჩანს, დადგა დრო, როდესაც დესკტოპიდან პოსტების ატვირთვა და მათი შეცვლა ან დამუშავება იქნება შესაძლებელი.

გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ დესკტოპისათვის განკუთვნილი ახალი ფუნქციონალის დიზაინი საკმაოდ გავს სმარტფონზე არსებულ აპლიკაციას.

ჯერ უცნობია თუ როდის გახდება მომხმარებელთათვის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი, თუმცა ის უკვე ტესტირების რეჟიმშია.