2021 წლის მის სამყაროს კონკურსი ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა. კონკურსანტებმა, ლამაზი საცურაო კოსტიუმების და მოდური საღამოს კაბების გარდა, თავიანთი პოლიტიკური და სოციალური შეხედულებები გააჟღერეს და ძალადობის, სიძულვილის ენის და სტერეოტიპების წინააღმდეგ გაიბრძოლეს.

ფოტო: Rodrigo Varela/Getty Images

კონკურსი ფლორიდაში ჩატარდა. მონაწილეებმა სინგაპურიდან, ურუგვაიდან და მიანმარიდან ნაციონალური კოსტიუმების სეგმენტი გამოიყენეს, იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ ისეთი საკითხებისკენ, როგორიცაა ანტი აზიური სიძულვილი, ლგბტ თემის დისკრიმინაცია და მიანმარში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი.

მის სინგაპური პოდიუმზე თავისი ქვეყნის დროშით შთაგონებული კაბით გამოჩნდა. თუმცა მთავარი გზავნილი მან საზოგადოებას მაშინ გააცნო, როდესაც მაყურებელისკენ ზურგით შეტრიალდა და გამოაჩინა კაბაზე წარწერა:

შეწყდეს სიძულვილი აზიელების მიმართ.

ფოტო: Rodrigo Varela/Getty Images

ურუგვაელმა დე ლოს სანტოსმაც საკუთარი კაბა გამოიყენა გზავნილის გასავრცელებლად. მან ყვავილების გვირგვინი და შავი ფეხსაცმელი შეუხამა ცისარტყელას ფერებში გაფორმებულ კაბას, რომელზეც იყო წარწერა:

აღარავითარი — სიძულვილი, ძალადობა, უარყოფა და დისკრიმინაცია.

მის ურუგვაი უკვე წლებია ლგბტ თემის უფლებებისთვის იბრძვის. ურუგვაელი ტრანსგენდერი ქალების სილამაზის კონკურში ის ერთ-ერთი ჟიურის წევრი იყო.

ფოტო: Rodrigo Varela/Getty Images

ხოლო მის მიანმარმა, თუზარ ვინტ ლვინმა, თავისი გზავნილის გასავრცელებლად სპეციალური გრაგნილი გამოიყენა, რომელიც იდეალურად ერწყმოდა ნაციონალურს სამოსს. წარწერა გრაგნილზე იყო:

ილოცე მიანმარისთვის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თუზარ ვინტ ლვინმა სოლიდარობა გამოუცხადა პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყანაში მოსულ მთავრობაის წინააღმდეგ იბრძვიან.

პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ძალადობის გამო 700 მომიტინგე მოკლეს და ათასობით დააპატიმრეს.

ფოტო: Rodrigo Varela/Getty Images

ღონისძიება ემოციურად ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. მის სამყაროს კონკურსანტების მსგავს გზავნილებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი მონაწილიდან ვერც ერთმა ვერ გაიმარჯვა, მათ საკმაოდ დასამახსოვრებელი საღამო შემოგვთავაზეს. საბოლოოდ, მის სამყარო 2021 მექსიკელი ანდრეა მეზა გახდა.

ფოტო: Getty Images