პროკურატურის განცხადებით, დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ისინი ორშაბათს, 27 თებერვალს დაკითხავენ. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს ბრალდებულს, თუმცა იგი უარს აცხადებდა თანამშრომლობაზე:

"ადვოკატების და ბრალდებულის განცხადებები, რომ ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე მათი მხრიდან და მიზნად ისახავს საზოგადოებიუს შეცდომაში შეყვანას. ბრალდებული გიორგი მამალაძე დაკავების შემდეგ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და იგი უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. დაკავების შემდეგ, მას ხუთჯერ შევთავაზეთ მოეცა ჩვენება, თუმცა ყველა ჯერზე მივიღეთ უარი. გარდა ამისა მას შევთავაზეთ ექსპერტიზისთვის მოეცა ნიმუშები, რაზეც კვლავ უარი მივიღეთ".

დეკანოზმა 21 თებერვალს დაარღია დუმილის უფლება და როგორც მისი ადვოკატები აცხადებდნენ გიორგი მამალაძე იმ დღიდანვე მზად იყო ჩვენების მისაცემად. გუშინ, მატროსოვის ციხეში პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა მხოლოდ ექსპერტიზაზე გასაგზავნი ნიმშები აიღეს.