საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას "ადეკვატურად უპასუხოს". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"მთავრობის სხდომის შემდეგ, გვექნება საკოორდინაციო სხდომა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. სამინისტრო, სისტემა მართავს ეფექტიანად მდგომარეობას, სიტუაციას. თუმცა გადავხედავთ. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში", — თქვა მან.

ღარიბაშვილის განცხადებითვე, იმსჯელებენ კომენდანტის საათის საკითხზე. მისი თქმით, "ბევრი ჩივილი" ესმით, რომ ეს შეზღუდვა "შემაწუხებელია".