საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ხელი მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას ხელი მოეწერება, რომლის ფარგლებში საქართველო შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით პანდემიით დაზარალებული საწარმოებისთვის დახმარებას მიიღებს.

"დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში ჩვენი ქვეყანა შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. პროექტი სწრაფი გადახდების ახალი ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს", — განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, პროექტს ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ აწარმოე საქართველოში განახორციელებს.