დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 27 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 137 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 528 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 879-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე. ხოლო დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა — 53, იმერეთი — 50, ქვემო ქართლი — 20, შიდა ქართლი — 13, გურია — 4, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 44, კახეთი — 33, მცხეთა-მთიანეთი — 7, სამცხე-ჯავახეთი — 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525. მძიმე პაციენტია 920 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი. 657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 074 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: