იერუსალიმში, გივატ ზევას დასახლებაში სინაგოგის სცენა ჩამოინგრა — გარდაიცვალა 2 ადამიანი, დაშავდა — 130, რომელთაგან 5 მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

ფოტო: times of israel

გარდა ამისა, Reuters პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სინაგოგაში 600-ზე მეტი მომლოცველი იმყოფებოდა. მედიის ცნობითვე, სინაგოგა, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, მშენებლობის პროცესში იყო და შენობის ზონა არ ყოფილა უსაფრთხო.