ნაძალადევში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილს გაუხსნეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 3-ე და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე უწყება დამატებით კომენტარს არ აკეთებს. მათი განცხადებით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.