დეპრესია, შფოთვა, სირთულეები, მარტოობა — მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჩვენს ყოველდღიურობაზე, ფიქრებსა და ცხოვრებაზე მოქმედებს. ბრძოლისას ხანდახან იმედგაცრუება გვიპყრობს და არ ვაფასებთ იმ პატარა გამარჯვებებს, რომელთაც რთულ გზაზე მოვიპოვებთ. ამ დროს მეგობრების, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ხანდახან ისიც გვავიწყდება, რომ დახმარების თხოვნაში სამარცხვინო არაფერია.

ითხოვე დახმარება, გაუზიარე შენი ემოციები საყვარელ ადამიანებს, დააფასე პატარ-პატარა გამარჯვებები, მიეცი საკუთარ თავს დასვენებისა და ემოციების შეგრძნების უფლებას, იყავი კეთილი საკუთარი და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რთულ მდგომარეობაში არიან. და, რაც მთავარია, გახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანი ხარ.

ჩვენ შენით ვამაყობთ და ამ ყველაფრის შესახსენებლად 10 უსაყვარლეს კომიქსს შემოგთავაზებთ:

1. დასვენება მნიშვნელოვანია

ფოტო: Hearts of Growth / Instagram

2. ამიტომ საკუთარი შინაგანი კრიტიკოსი უნდა გააჩუმო

ფოტო: Hearts of Growth / Instagram

3. ნუ მოექცევი საკუთარ თავს მკაცრად

ფოტო: Hearts of Growth / Instagram

4. იმიტომ, რომ საკმარისი ხარ

ფოტო: Hearts of Growth / Instagram

5. პროგრესი სწორხაზოვანი არაა, ამიტომ ნუ დაღონდები

ფოტო: Hearts of Growth / Instagram

6. არაა სავალდებულო, ყველაფერი ზუსტად იცოდე

ფოტო: Hearts of Growth / Instagram

7. დააფასე პატარა გამარჯვებები

ფოტო: Hearts of Growth / Instagram

8. და გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ

ფოტო: Hearts of Growth / Instagram

9. შენი გრძნობები მნიშვნელოვანია

ფოტო: Hearts of Growth / Instagram

10. იმიტომ რომ, შენ მნიშვნელოვანი ხარ

ფოტო: Hearts of Growth / Instagram

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.