გუგლი Pixel-ების შემთხვევაში საკმაოდ მოზომილად იქცეოდა და რისკიან ნაბიჯებს დიზაინის ცვლილების მხრივ არ დგამდა. მეტიც, გასულ წელს ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავის ძირითად ფლაგმანში, Pixel 5-ში საშუალო დონის, Snapdragon 765 პროცესორი ჩასვა.

როგორც ჩანს, Google ცვლის თავის პოლიტიკას და წელს განსხვავებულ, საკმაოდ თამამ Pixel-ებს ვიხილავთ. ინტერნეტში ახალი პიქსელების პირველი რენდერები გამოჩნდა. დიზაინი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება და ჯობია ფოტოებიდან თავად შეაფასოთ.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google კამერის სენსორებსაც განაახლებს, რაც რამდენიმე წელია არ უქნია.

კამერების დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა დიზაინი ნამდვილად ასეთი იქნება, მაგრამ ფერები არა. ინფორმაცია ორმა წყარომ დაადასტურა, მათგან ერთ-ერთი კი Androidpolice-ის ჟურნალისტი მაქს ვეინბახია.

"მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ Pixel 6-ის რენდერები სწორია, თუმცა არა ფერები" — დატვიტა მაქვს ვეინბახმა

როგორც ირკვევა, ფერები სხვანაირი იქნება, ეს კი ინტრიგას კიდევ უფრო ზრდის.

რენდერები Google-ს არ გაპარვია, მაგრამ ისინი რეალურ ცხოვრებაში ნანახ სმარტფონზე დაყრდნობითაა შექმნილი.