დროა დედაენის ბაღში მომხდარ ძალადობრივ ფაქტს გმობს და შსს-ს ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკური მოძრაობა დროა კატეგორიულად გმობს დედაენის ბაღში მომხდარ ძალადობრივ ფაქტს და მიუთითებს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაზე, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ 17 მაისთან დაკავშირებულ ჰომოფობიურ, ტრანსფობიურ და ბიფობიურ ძალადობრივ შემთხვევებზე, ასევე, უზრუნველყონ საზოგადოების ლგბტქი წევრებისთვის კონსტიტუციური უფლებების უსაფრთხოდ განხორციელება. ამ განცხადებით მოძრაობა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის მიერ დედაენის ბაღში ლგბტქ აქტივისტებზე თავდასხმასა და ინსტალაციის დაზიანებას ეხმაურება.
"წლებია, ვხედავთ, ხელისუფლება და, უმეტესწილად, პრორუსული რადიკალური ჯგუფები როგორ იყენებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ლგბტქი თემთან დაკავშირებულ საკითხებსა და თარიღებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სახელმწიფო უგულებელყოფს საკუთარი საზოგადოების ლგბტქი მოქალაქეებს, უფრო მეტიც, ხელს უწყობს მათ გარიყვას და დემონიზებას. მსგავსი მიდგომა, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომდევნო დღეებში მოსალოდნელი აგრესიული ქმედებების პრევენციისთვის, მაქსიმალურად სწრაფად აღკვეთოს და სამართლიანად გამოიძიოს ძალადობრივი ფაქტები", — აღნიშნულია განცხადებაში.
15 მაისს, ლგბტქ აქტივისტებმა ინსტალაცია — ფერადი კაბინა წარწერით welcome to the closet დაამონტაჟეს, სადაც ფალავანდიშვილი მივიდა და ინსტალაცია დააზიანა. ის აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდა.
აქტივისტებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ადგილზე დაახლოებით 10 წუთში მივიდა, თუმცა ფალავანდიშვილი არ დაუკავებია და მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაიყვანა. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტმა თქვა, მოგვიანებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი განარიდეს თუმცა იქ დარჩა მისი რამდენიმე მხარდამჭერი, რომლებმაც ჰომოფობიური ბანერიც მიიტანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, თუმცა არ დაუკავებიათ. ლგბტქ აქტივისტებზე თავდასხმისა და ინსტალაციის დაზიანების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნას გულისხმობს.
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები